ბუტიკის სტილის სასტუმრო “City Avenue” მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ნაწილში, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც სულ რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე წარმოგიდგებათ მაღაზიების, რესტორნებისა და თეატრების ფართო არჩევანი, ასევე, აქვე აღმოაჩენთ უნიკალური არქიტექტურის მქონე ისტორიულ შენობებს.
“City Avenue” გთავაზობთ 34 კომფორტულ სასტუმრო ოთახს და სრულად აღჭურვილ, ინდივიდუალურ სააბაზანოს. ნომრების დიზაინი გადაწყვეტილია თანამედროვე სტილში, ელეგანტური ავეჯისა და ნათელი ფერების გამოყენებით, რის გამოც ოთახების ინტერიერი სტუმარს კომპორტისა და სიმყუდროვის შეგრძნებას უქმნის.
სასტუმრო მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ისტორიული მნიშვნელობის - დავით აღმაშენებლის სახელობის გამზირზე, ჩუღურეთის რაიონის ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. გამზირის თანამედროვე სახელწოდება უკავშირდება საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებლის სახელს. გამზირი წარმოადგენს უნიკალური არქიტექტურის მქონე, ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმს. აქ მდებარე 45 შენობიდან 38 -ს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. თბილისის აღნიშნული ისტორიული უბნის განაშენიანება XIX - XX საუკუნის დასაწყისში განხორციელდა. იმ დროის საუკეთესო არქიტექტორები მუშაობდნენ ფასადებზე და ყოველ შენობას თავისი ისტორია აქვს.
2011 წელს თბილისის მერიის ინიციატივით, პროექტი „ახალი თფილისი“ - ს ფარგლებში განხორციელდა დ. აღმაშენებლის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რის შედეგადაც შენობებს შეუნარჩუნდათ ისტორიული იერსახე. აღმაშენებლის გამზირს საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს და მოსახერხებელია როგორც საქმიანი ვიზიტით, ასევე ტრადიციული ტურიზმით დაინტერესებულთათვის. მხოლოდ რამდენიმე წუთის სავალზეა: კ. მარჯანიშვილის სახელობის ქუჩა და მეტროს სადგური, ზაარბრიუკენის მოედანი, „მშრალი“ ხიდი, ორბელიანის მოედანი; სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი, რკინიგზელთა სახლი, კინოთეატრი „აპოლო“. სასტუმროდან მხოლოდ 10 წუთის მაძილზეა თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი; ასევე, მხოლოდ 15 წუთია საჭირო თბილისის ცნობილ გოგირდის აბანოებთან და ნარიყალას ციხე-სიმაგრესთან მოსახვედრად. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 20 წუთის მანძილზეა.