სითი ავენიუს ლოკაცია

სასტუმრო მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ისტორიული მნიშვნელობის - დავით აღმაშენებლის სახელობის გამზირზე, ჩუღურეთის რაიონის ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. გამზირის თანამედროვე სახელწოდება უკავშირდება საქართველოს მეფე დავით IV  აღმაშენებლის სახელს. გამზირი წარმოადგენს უნიკალური არქიტექტურის მქონე, ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმს. აქ მდებარე 45 შენობიდან 38 -ს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. თბილისის აღნიშნული ისტორიული უბნის განაშენიანება  XIX - XX საუკუნის დასაწყისში განხორციელდა. იმ დროის საუკეთესო არქიტექტორები მუშაობდნენ ფასადებზე და ყოველ შენობას თავისი ისტორია აქვს.

2011 წელს თბილისის მერიის ინიციატივით, პროექტი „ახალი თფილისი“ - ს ფარგლებში განხორციელდა დ. აღმაშენებლის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რის შედეგადაც შენობებს შეუნარჩუნდათ ისტორიული იერსახე. აღმაშენებლის გამზირს საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს და მოსახერხებელია როგორც საქმიანი ვიზიტით, ასევე ტრადიციული ტურიზმით დაინტერესებულთათვის. მხოლოდ რამდენიმე წუთის სავალზეა: კ. მარჯანიშვილის სახელობის ქუჩა და მეტროს სადგური, ზაარბრიუკენის მოედანი, „მშრალი“ ხიდი, ორბელიანის მოედანი; სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი, რკინიგზელთა სახლი, კინოთეატრი „აპოლო“.  სასტუმროდან  მხოლოდ 10 წუთის მაძილზეა თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი; ასევე, მხოლოდ 15 წუთია საჭირო თბილისის ცნობილ გოგირდის აბანოებთან და ნარიყალას ციხე-სიმაგრესთან მოსახვედრად. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 20 წუთის მანძილზეა.