კომპანიის შესახებ

კომპანია “City Hotels”-ი  წარმოადგენს მზარდ და სწაფად განვითარებად სასტუმროთა ქსელს.

 “City Hotels”-ი  ამჟამად  ფლობს და მართავს ორ 4*-იან სასტუმროს თბილისში: “City Avenue” და “Tbilisi Chambers, Trademark Collection by Wyndham”, რომლებიც მომხმარებელს   სთავაზობენ ჯამში  103 კომფორტულ და სრულად აღჭურვილ ოთახს.

“City Hotels”-ი შემოუერთდა ადგილობრივ ტურიზმის სფეროს 2016 წელს და წარმოადგინა აღმაშენებლის 140-ში მდებარე სასტუმრო “City Avenue“.  ადგილობრივმა ბრენდმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და მომხმარებლის ნდობა, რის შედეგადაც, 2017 წელს  “City Hotels”-მა კიდევ ერთი 4*-იანი სასტუმრო გახსნა თამარ მეფის გამზირზე, რომელიც 2021 წელს შეუერთა საერთაშორისო ბრენდ Wyndham-ს და 2022 წლის წლის ნოემბერში გაიხსნა განახლებული Tbilisi Chambers, Trademark Collection by Wyndham

ორივე სასტუმროს კონცეფცია ეფუძნება  სტუმართმასპინძლობის  მაღალი დონის მომსახურებისა და სტანდარტების,  კომფორტისა და ღირებულების საუკეთესო კომბინაციის მიღწევას.  

“City Hotels”-ს გუნდის წარმატების საწინდარია პერსონალის რეგულარული გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლებას და თანამშრომლების მოტივაცია.

 “City Hotels”-ი გთავაზობთ საუკეთესო გარემოსა და მომსახურებას, როგორც საქმიანი, ასევე კულტურული ან სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის!

სასტუმროები